logo
ENG



უდუმაშვილი სანაიაზე თავდასხმაზე: ოპოზიციური ხმის ჩახშობის პროცესის გაგრძელებაა 

25 თებ 202111:55
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს წინასწარდაგეგმილ პროვოკაციასთან.

ზაალ უდუმაშვილის აზრით, ფორმულას ჟურნალისტზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გაგრძელებაა, ჩაახშოს ოპოზიციური ხმა ქვეყანაში.

„ყველანაირი საფუძველი მაქვს ვივარაუდო, რომ იყო წინასწარდაგეგმილი პროვოკაცია. როცა ოპოზიციური არხის ჟურნალისტს ასე ესხმიან ქუჩაში თავს, ეს შემთხვევით არ ხდება. ის, რომ ოპოზიციური მედია ივანიშვილის სამიზნეა, დიდი ხანია, ვიცით,  ვხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს მფლობელების, მენეჯერების მიმართ. ყველანაირი მეთოდით ცდილობს ივანიშვილი, ჩაახშოს ოპოზიციური ხმა. სწორედ ამ პროცესის გაგრძელებაა ის, რაც მოხდა ვახო სანაიასთან დაკავშირებით", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. 


close დახურვა